სიახლეები
25 აპრილი
2017

მერიის სხვადასხვა სამსახურების ერთობლივი ღონისძიება

   2017 წლის 25 აპრილს მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ განხორციელდა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება-მოწესრიგების ღონისძიებები, რომელშიც კომპეტენციის ფარგლებში ჩართული იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა მიუსაფარი ძაღლების ჰუმანური წესით დაჭერა და ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანა, სადაც მათ ჩაუტარდებათ წესით დადგენილი პროცედურები. 

14 თებერვალს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა გაეროს ჯანმრთელობის ორგანიზააციის სათაო ოფისის წარმომადგენელი ლეა კნოპფი, რომელიც ზოონოზურ, მივიწყებულ ტროპიკულ და ტრანსმისიულ დაავადებებზე მუშაობს და საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს და საზ. ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მოწვევით. სტუმარმა დაათვალიერა თავშესაფრის ტერიტორია, გაეცნო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, თავშესაფრის სპეციფიკას, პირობებს და პროცედურებს. ლ.კნოპფმა მაღალი შეფასება მისცა როგორც სააგენტოს, ისე მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობას, ხაზი გაუსვა, რომ თბილისში არსებული სტანდარტები, პროცედურები და მდგომარეობა სრულად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო და ევროპულ სტანდარტებს, ხოლო ბევრ ასპექტში შესაძლოა განხილულ იქნას ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების პრობლემების გადაჭრის მაგალითადაც.

14 თებერვალი

ვრცლად