სიახლეები
01 მაისი
2017

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგრძელებს კამპანიას „ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგრძელებს კამპანიას „ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“, რომელის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული სპეციალური „საინფორმაციო გაკვეთილის“ (პროგრამა) წარდგენა თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში. პროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას, ცხოველებთან ჰუმანური მოპყრობის, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და მათთან ჰარმონიული თანაცხოვრების პრინციპების დანერგვას. გასულ კვირას "საინფორმაციო გაკვეთილი" ჩატარდა თბილისის მუნიციპალიტეტის 4 სკოლაში.
აღნიშნულმა პროექტმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების მხრიდან. პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება სასწავლო წლის დასრულებამდე.

14 თებერვალს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა გაეროს ჯანმრთელობის ორგანიზააციის სათაო ოფისის წარმომადგენელი ლეა კნოპფი, რომელიც ზოონოზურ, მივიწყებულ ტროპიკულ და ტრანსმისიულ დაავადებებზე მუშაობს და საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს და საზ. ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მოწვევით. სტუმარმა დაათვალიერა თავშესაფრის ტერიტორია, გაეცნო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, თავშესაფრის სპეციფიკას, პირობებს და პროცედურებს. ლ.კნოპფმა მაღალი შეფასება მისცა როგორც სააგენტოს, ისე მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობას, ხაზი გაუსვა, რომ თბილისში არსებული სტანდარტები, პროცედურები და მდგომარეობა სრულად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო და ევროპულ სტანდარტებს, ხოლო ბევრ ასპექტში შესაძლოა განხილულ იქნას ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების პრობლემების გადაჭრის მაგალითადაც.

14 თებერვალი

ვრცლად