სიახლეები
15 მაისი
2017

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს „Mayhew International“ ეწვია

    თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ესტუმრა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორანიზაცია „Mayhew International“ - ის გუნდი, რომელმაც 10-11 მაისს მუნიციპალურ თავშესაფარში  ჩაატარა მორიგი თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგები ცხოველების პოპულაციის ჰუმანური მართვის მიმართულებით, ასევე ჩატარდა ერთობლივი ოპერაციები, რაც ხელს შეუწყობს თავშესაფრის პერსონალის პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას. „Mayhew International“ - თან ერთად თავშესაფარს სტუმრობდნენ ვეტექიმები უკრაინიდან, ასევე ქუთაისის ცხოველთა თავშესაფრიდან.  ჩამოსული სტუმრები გაეცნენ მიმდინარე  და დაგეგმილ ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალური თავშესაფრის პერსონალთან ერთად -6 მაისს ტრეინინგები ჩაატარდა  გორის მუნიციპალური თავშესაფრის წარმომადგენლებთან, რაც შემდგომში დადებითად აისახება არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასვხვა რეგიონებში არსებული ცხოველთა თავშესაფრების მუშაობაზე.

    სააგენტო მადლობას უხდის ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორანიზაცია „Mayhew International“ - ის გუნდს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის!

14 თებერვალს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა გაეროს ჯანმრთელობის ორგანიზააციის სათაო ოფისის წარმომადგენელი ლეა კნოპფი, რომელიც ზოონოზურ, მივიწყებულ ტროპიკულ და ტრანსმისიულ დაავადებებზე მუშაობს და საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს და საზ. ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მოწვევით. სტუმარმა დაათვალიერა თავშესაფრის ტერიტორია, გაეცნო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, თავშესაფრის სპეციფიკას, პირობებს და პროცედურებს. ლ.კნოპფმა მაღალი შეფასება მისცა როგორც სააგენტოს, ისე მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობას, ხაზი გაუსვა, რომ თბილისში არსებული სტანდარტები, პროცედურები და მდგომარეობა სრულად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო და ევროპულ სტანდარტებს, ხოლო ბევრ ასპექტში შესაძლოა განხილულ იქნას ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების პრობლემების გადაჭრის მაგალითადაც.

14 თებერვალი

ვრცლად