სიახლეები
16 ივნისი
2017

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დაინტერესებული პირებისათვის შეხვედრას გამართავს

  2017 წლის 20 ივნისს 12:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ჩატარდება შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ხელმძღვანელობა გააცნობს გაწეული საქმიანობის ანგარიშს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები და რეკომენდაციები. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ  მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

    მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

14 თებერვალს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა გაეროს ჯანმრთელობის ორგანიზააციის სათაო ოფისის წარმომადგენელი ლეა კნოპფი, რომელიც ზოონოზურ, მივიწყებულ ტროპიკულ და ტრანსმისიულ დაავადებებზე მუშაობს და საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს და საზ. ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მოწვევით. სტუმარმა დაათვალიერა თავშესაფრის ტერიტორია, გაეცნო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, თავშესაფრის სპეციფიკას, პირობებს და პროცედურებს. ლ.კნოპფმა მაღალი შეფასება მისცა როგორც სააგენტოს, ისე მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობას, ხაზი გაუსვა, რომ თბილისში არსებული სტანდარტები, პროცედურები და მდგომარეობა სრულად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო და ევროპულ სტანდარტებს, ხოლო ბევრ ასპექტში შესაძლოა განხილულ იქნას ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების პრობლემების გადაჭრის მაგალითადაც.

14 თებერვალი

ვრცლად