სიახლეები
02 აგვისტო
2017

რეაგირება არსებულ პრობლემებზე

2017 წლის 24 ივლისს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიულ სამორიგეო განყოფილებაში შემოსული შეტყობინების თანახმად, ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ში ავტო-პარკის მიმდებარედ შემოღობილ პატარა ტერიტორიაზე მოქალაქე ია გვილავას ყავდა ათობით ძაღლი, რომლებსაც ხშირად უშვებდა გარეთ და უქმნიდა საფრთხეს მოსახლეობას. ამასთანავე, იყო ანტისანიტარია და ირღვეოდა ცხოველების შესაბამისი მოვლის წესები. ინიციატორი ითხოვდა სააგენტოს მხრიდან რეაგირებას.

იმავე დღეს აღნიშნულ მისამართზე გამოცხადდნენ სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები და ვითარების შესწავლის შემდგომ განახორციელეს შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის ფაქტზე.

25 ივლისს ია გვილავამ მომართა სააგენტოს დირექტორს დახმარების მიზნით, წერილობითი განცხადებით ითხოვა 3 დღე ვითარების მოსაგვარებლად და წესთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

1 აგვისტოს მოხდა დაკავშირება ი.გვილავასთან, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველანაირად ეცადა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა სიტუაციის გამოსასწორებლად. ყოველივეს შემდგომ იმავე დღეს სააგენტოს დირექტორი თანამშრომლებთან ერთად ვითარების ადგილზე გაცნობისა  და შესაძლო დახმარების აღმოჩენის მიზნით მივიდა აღნიშნულ მისამართზე ი.გვილავასთან, სადაც მოხდა ყოველივეს შესწავლა-შეფასება და გამოსავლის მოძებნა, სააგენტოს მხრიდან სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენის მეშვეობით. შეთანხმებისამებრ სააგენტოს თანამშრომლებმა იმავე დღეს 4 ძუ ძაღლი გადაიყვანეს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ 2 აგვისტოს ჩაუტარდათ სტერილიზაციის ოპერაციები. რეაბილიტაციის გავლის შემდგომ, ი.გვილავასთან შეთანხმებით მოხდება აღნიშნული ძაღლების მიკედლება, რა დროსაც ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სააგენტო.

რაც შეეხება დანარჩენ ძაღლებს, რომლებსაც მფარველობს და უვლის ი.გვილავა, მოხდება მათი ეტაპობრივი გადაყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში და შესაბამისი პროცედურების განხორციელბა (კვლევა, ოპერაცია, მიკედლება).

ერთად ვიზრუნოთ ცხოველებზე და შევქმვნათ უსაფრთხო გარემო! 

14 თებერვალს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა გაეროს ჯანმრთელობის ორგანიზააციის სათაო ოფისის წარმომადგენელი ლეა კნოპფი, რომელიც ზოონოზურ, მივიწყებულ ტროპიკულ და ტრანსმისიულ დაავადებებზე მუშაობს და საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს და საზ. ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მოწვევით. სტუმარმა დაათვალიერა თავშესაფრის ტერიტორია, გაეცნო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, თავშესაფრის სპეციფიკას, პირობებს და პროცედურებს. ლ.კნოპფმა მაღალი შეფასება მისცა როგორც სააგენტოს, ისე მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობას, ხაზი გაუსვა, რომ თბილისში არსებული სტანდარტები, პროცედურები და მდგომარეობა სრულად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო და ევროპულ სტანდარტებს, ხოლო ბევრ ასპექტში შესაძლოა განხილულ იქნას ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების პრობლემების გადაჭრის მაგალითადაც.

14 თებერვალი

ვრცლად