სიახლეები
12 ოქტომბერი
2017

საჭდიან ძაღლს არ დაუდგინდა აგრესია

2017 წლის 11 ოქტომბერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებოდა საფრთხის მატარებელი ძაღლი და მოქალაქე ითხოვდა მის გაყვანას ტერიტორიიდან. მობილური ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე, სადაც ინიციატორმა მიუთითა კონკრეტულ ძაღლზე , სააგენტოს თანამშრომლების დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ცხოველი არ იყო აგრესიული და შესაბამისად არ მოხდა მისი გადაყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში.  ინიციატორს მიეწოდა აღნიშნული საჭდიანი ძაღლის შესახებ ინფორმაცია და განემარტა ზოგადად საჭდიანი ძაღლების შესახებ დადებითი მხარეები, რის შემდეგაც მან თავადაც შეიცვალა პოზიცია და ცხოველი დარჩა კონკრეტულ მისამართზე.

14 თებერვალს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა გაეროს ჯანმრთელობის ორგანიზააციის სათაო ოფისის წარმომადგენელი ლეა კნოპფი, რომელიც ზოონოზურ, მივიწყებულ ტროპიკულ და ტრანსმისიულ დაავადებებზე მუშაობს და საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს და საზ. ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მოწვევით. სტუმარმა დაათვალიერა თავშესაფრის ტერიტორია, გაეცნო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, თავშესაფრის სპეციფიკას, პირობებს და პროცედურებს. ლ.კნოპფმა მაღალი შეფასება მისცა როგორც სააგენტოს, ისე მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობას, ხაზი გაუსვა, რომ თბილისში არსებული სტანდარტები, პროცედურები და მდგომარეობა სრულად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო და ევროპულ სტანდარტებს, ხოლო ბევრ ასპექტში შესაძლოა განხილულ იქნას ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების პრობლემების გადაჭრის მაგალითადაც.

14 თებერვალი

ვრცლად