სიახლეები
19 დეკემბერი
2017

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გაიმართა სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა სააგენტოს დირექტორსა და ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლებს შორის, სადაც განხილულ იქნა ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლისა და მათი ადამიანებთან ჰარმონიული თანაცხოვებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები.

14 თებერვალს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა გაეროს ჯანმრთელობის ორგანიზააციის სათაო ოფისის წარმომადგენელი ლეა კნოპფი, რომელიც ზოონოზურ, მივიწყებულ ტროპიკულ და ტრანსმისიულ დაავადებებზე მუშაობს და საქართველოში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს და საზ. ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მოწვევით. სტუმარმა დაათვალიერა თავშესაფრის ტერიტორია, გაეცნო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, თავშესაფრის სპეციფიკას, პირობებს და პროცედურებს. ლ.კნოპფმა მაღალი შეფასება მისცა როგორც სააგენტოს, ისე მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობას, ხაზი გაუსვა, რომ თბილისში არსებული სტანდარტები, პროცედურები და მდგომარეობა სრულად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო და ევროპულ სტანდარტებს, ხოლო ბევრ ასპექტში შესაძლოა განხილულ იქნას ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების პრობლემების გადაჭრის მაგალითადაც.

14 თებერვალი

ვრცლად