რატომ არის საჭირო ცხოველის რეგისტრაცია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აწარმოებს ცხოველების (ძაღლი, კატა) ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლუატაციას, ცხოველთა მონიტორინგისა და მათი პოპულაციების მართვის მიზნებში.

 

ცენტრალიზებულ ბაზაში აღირიცხებიან მხოლოდ იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველები.

 

ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ცხოველების რეგისტრაციას ახორციელებს უშუალოდ სააგენტო, ასევე სხვადასხვა ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებები ან ცხოველთა თავშესაფრები, რომლებიც განაცხადებენ სარეგისტრაციო საქმიანობის წარმოების სურვილის შესახებ და დადგენილი წესით მიმართავენ სააგენტოს (იხილეთ ბმული განაცხადის_ნიმუში.docx).

 

რეგისტრაციისას გაიცემა ერთიანი ნიმუშის ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა. ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი ინდივიდუალური ნომერი.

 

ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ადგილის, ცხოველის ბინადრობის ადგილის, ასევე პატრონის საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულება უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში და სააგენტოს ინფორმირებას აღნიშნულის შესახებ.

 

რეგისტრაციის პროცედურები ცხოველის მიკედლების შემთხვევაში, იხილეთ ბმულზე. მიკედლება.docx

 

ცხოველთა რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები და დეტალები იხილეთ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის“ მე-5 მუხლში (იხილეთ ბმული ცხოველების_(ძაღლი,_კატა)_მოვლა-პატრონობის_და_მათი_პოპულაციების_მართვის_წესი.pdf).

იმისათვის რომ პატრონს დაუბრუნდეს დაკარგული (მოპარული, გაქცეული, გზააბნეული) ცხოველი, საჭიროა პატრონი 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და დააფიქსიროს ცხოველის დაკარგვის ფაქტი. დაკარგული ცხოველის მონაცემები სააგენტოს შეჰყავს ერთიან ბაზაში, ინფორმაცია ოპერატიულად გადაეცემა სააგენტოს ყველა რეაგირების ჯგუფს და იწყება ცხოველის ძებნის ღონისძიებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენს მიერ გამოცემული ბუკლეტი: ბუკლეტი.pdf