ძირითადი საქმიანობა

სააგენტოს ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროს განსაზღვრავს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის № 17-56 დადგენილება. „წესდების“ თანახმად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

  • მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია);
  • ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა;
  • ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გამტარობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, ცხოველთა თავშესაფარში მათი განთავსებისა და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით;
  • ცხოველების იდენტიფიკაცია (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება) მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან საჭდით („ბირკით“) და ცხოველთა ტრანსპორტირება პოპულაციების მართვისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად;
  • ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;
  • ცხოველთა უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება, სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფა;
  • ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების (ვეტერინალური, სანიტარული, უსაფრთხოების, ტექნიკური და სხვა) უზრუნველყოფა;
  • უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება ცხოველებთან მოპყრობის, მათთან ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
  • მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი სამსახურების კოორდინაცია და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება;
  • 24-საათიან რეჟიმში მოსახლეობის შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება და სხვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული სააგენტოს_დებულება.pdf, ასევე გაეცნოთ გალერეას https://www.flickr.com/photos/140693124@N02/albums