რეგისტრაცია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აწარმოებს ცხოველების (ძაღლი, კატა) ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლუატაციას, ცხოველთა მონიტორინგისა და მათი პოპულაციების მართვის მიზნებში.

ცენტრალიზებულ ბაზაში აღირიცხებიან მხოლოდ იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველები.

ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ცხოველების რეგისტრაციას ახორციელებს უშუალოდ სააგენტო, ასევე სხვადასხვა ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებები ან ცხოველთა თავშესაფრები, რომლებიც განაცხადებენ სარეგისტრაციო საქმიანობის წარმოების სურვილის შესახებ და დადგენილი წესით მიმართავენ სააგენტოს (იხილეთ ბმული განაცხადის_ნიმუში.docx).

რეგისტრაციისას გაიცემა ერთიანი ნიმუშის ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა. ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი ინდივიდუალური ნომერი.

ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ადგილის, ცხოველის ბინადრობის ადგილის, ასევე პატრონის საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულება უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში და სააგენტოს ინფორმირებას აღნიშნულის შესახებ.

რეგისტრაციის პროცედურები ცხოველის მიკედლების შემთხვევაში, იხილეთ ბმულზე. მიკედლება.docx

ცხოველთა რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები და დეტალები იხილეთ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის“ მე-5 მუხლში (იხილეთ ბმული ცხოველების_(ძაღლი,_კატა)_მოვლა-პატრონობის_და_მათი_პოპულაციების_მართვის_წესი.pdf).

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პატრონიანი ძაღლების და კატების რეგისტრაციის, ასევე პატრონიანი და მიკედლებული ცხოველების საკონტროლო რეგისტრაციის წარმოების უფლებამოსილების მქონე დაწესებულებების სია იხილეთ ბმულზე მარეგისტრირებლების_სია.pdf