ცხოველების იდენტიფიკაცია

ცხოველების იდენტიფიკაცია ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, პირის მიერ მითითებულ მისამართზე ან ცხოველთა თავშესაფარში, პირის განცხადებისა და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის:

სხეულში მიკრო-ჩიპის ინპლანტაციას (ჩიპირება);
კანზე ტატუს დატანას (ტატუირება);
ყურზე საჭდის (ბირკის) მიმაგრებას.

სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების იდენტიფიკაციის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

 

1. ჩიპირება:

 თავშესაფარში - 19 ლარი

 მისამართზე - 32 ლარი

2. ტატუირება:

 თავშესაფარში - 1 ლარი

 მისამართზე - 14 ლარი

3. ყურზე საჭდის მიმაგრება:

 თავშესაფარში - 3 ლარი

 მისამართზე - 16 ლარი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ცხოველების ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია-ტატუირებით, სააგენტოს მიერ ხორციელდება უსასყიდლოდ, წინასწარი განაცხადის საფუძველზე.

დეტალები იხილეთ ბმულზე ფასიანი მომსახურების წესი.pdf